საზოგადოება

როგორც ჩანს, ომში რუსეთის ტაქტიკა იცვლება – BBC-ის კორესპონდენტი

27 თებერვალი, 2022 • 28338
როგორც ჩანს, ომში რუსეთის ტაქტიკა იცვლება – BBC-ის კორესპონდენტი

BBC-ის ცნობით, რუსეთის გადაწყვეტილება ქალაქ ხარკოვისთვის შეეტია, სავარაუდოდ მიუითთებს ომში კრემლის ტაქტიკის შეცვლაზე.

როგორც კიევიდან, BBC-ის კორესპონდენტი პოლ ადამსი იუწყება, ამჟამად რუსეთის ჯარები უშუალოდ ქალაქ ხარკოვში შეჭრას ცდილობენ, სადაც როგორც ჩანს, პირველი რეალური ქუჩის ბრძოლები იმართება.

ხარკოვის გუბერნატორის, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, ქალაქში შევიდა მოწინააღმდეგის მსუბუქი ტექნიკა. მისი განცხადებით, უკრაინული არმია მტერს ანადგურებს.

„არ დატოვოთ თავშესაფრები. უკრაინის შეიარაღებული ძალები ანადგურებენ მტერს. სამოქალაქო პირებს სთხოვენ, არ გამოვიდნენ ქუჩებში“, – აცხადებს გუბერნატორი გავრცელებულ განცხადებაში.

ხარკოვი რუსეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს, შესაბამისად ყოველთვის განიხილეობდა ქალაქად, რომელსაც რუსეთი ერთ-ერთ პირველს შეუტევდა.

“ქუჩის ბრძოლები ქაოსური და უპროგნოზოა. ეს იქნება ტესტი, როგორც მცველებისთვის, ისე თავდამსხმელებისთვის”, – წერს BBC.

სოციალურ ქსელებში უკვე გავრცელებულ ვიდეომასალებში ჩანს, რომ უკრაინელი ჯარისკაცები რუსულ ჯავშნტექნიკას ნაღმტყორცნებს ესვრიან.

“რუსეთის ტაქტიკა აქამდე იყო, რომ გვერდი აევლო დიდი ქალაქებისთვის. ეს ცვლილება [ხარკოვში შესვლის მცდელობა] მიუთითებს იმაზე, რომ მოსკოვის განზრახვა მხოლოდ დედაქალაქის მიზანში ამოღება და ხელისუფლების შეცვლა არ არის, არამედ მათ დიდი დასახლებული პუნქტების ხელში ჩაგდებაც სურთ. ან, როგორც მინმუმ ცდილობენ გაანეტრალონ ქალაქები, რომლებიც ეფექტიან წინააღმდეგობას გაუწევენ რუსეთის მზარდ მომარაგების ხაზებს”, – წერს BBC-ის კორესპონდენტი.

ქალაქ ხარკოვში მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი