საზოგადოება

რუსეთმა ნავთობის საცავი ააფეთქა – ვასილკოვის მერი

27 თებერვალი, 2022 • 1842
რუსეთმა ნავთობის საცავი ააფეთქა – ვასილკოვის მერი

უკრაინის ქალაქ ვასილკოვის მერის თქმით, რუსეთმა ნავთობის საცავი ააფეთქა. ინფორმაციას ამის შესახებ Unian წერს.

ადგილობრივი მედიის გავრცელებულ ვიდეოკადრებში ძლიერი ხანძარი ჩანს:

„ხედავთ რაც ხდება, ხედავთ ცეცხლს. სამწუხაროდ, ნავთობის საცავი იწვის“ – ამბობს ქალაქის მერი ნატალია ბალშინოვიჩი.

ქალაქი კიევის ოლქს ეკუთვნის. ის დედაქალაქიდან 30 კილომეტრში მდებარეობს.

მე-3 დღეა, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს, მათ შორის, დედაქალაქ კიევს. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მათი მიზანი „უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი