საზოგადოება

26 თებერვალი: თბილისში კვლავ უკრაინის სოლიდარობის აქციაა

26 თებერვალი, 2022 • 1084
26 თებერვალი:  თბილისში კვლავ უკრაინის სოლიდარობის აქციაა

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ  კვლავ შეიკრიბნენ საქართველოს მოქალაქეები უკრაინისადმი სოლიდარობის გამოსახატავად.


  • რუსეთი 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა უკრაინაში და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
  • შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპერატისტული დონბასის და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.
  • რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მათი მიზანი „უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა“.
  • პარალელურად, დასავლეთის ქვეყნებმა, მათ შორის, აშშ-მ განაცხადეს, რომ რუსეთის აგრესიის საპასუხოდ აწესებენ მძიმე ეკონომიკურ სანქციებს.
  • აშშ-მა 26 თებერვლის ღამეს ვოლოდიმირ ზელენსკის ქვეყნიდან ევაკუაცია შესთავაზა, თუმცა უკრაინის პრეზიდენტმა უარი განაცხადა და რჩება კიევში.
  • 26 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში მიიწვია, ხოლო შარლ მისელმა ბრიუსელში.
  • 25 თებერვალს პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო არ შეუერთდება რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს, რამაც მოქალაქეები აღაშფოთა და მათ ეს პროტესტი 25 თებერვლის აქციაზე გამოხატეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი