საზოგადოება

ზელენსკი თბილისში გამართული აქციის მონაწილეებს მადლობას უხდის

26 თებერვალი, 2022 • 4025
ზელენსკი თბილისში გამართული აქციის მონაწილეებს მადლობას უხდის

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მადლობას უხდის თბილისში უკრაინის მხარდასაჭერი აქციის მონაწილეებს:

„გასაოცარი ქართველი ხალხი, რომელიც ხვდება, რომ მეგობრებს მხარი უნდა დაუჭირო. მადლობა ყველას, ვინც თბილისსა და სხვა ქალაქებში უკრაინის მხარდასაჭერად და ომის წინააღმდეგ გამოვიდა. არის ხოლმე დრო, როცა ხალხი არ არის მთავრობა, მაგრამ მასზე უკეთესია“ ,- წერს ვოლოდიმირ ზელენსკი ტვიტერზე.

დღეს, 25 თებერვალს მთავრობის ადმინისტრაციასთან უკრაინის მხარდასაჭერის გამოსახატად და ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებების გასაპროტესტებლად აქცია გაიმართა. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის აზრს არ გამოხატავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი