საზოგადოება

ნატო უკრაინას საჰაერო თავდაცვის საშუალებებით დაეხმარება — სტოლტენბერგი

25 თებერვალი, 2022 • 1989
ნატო უკრაინას საჰაერო თავდაცვის საშუალებებით დაეხმარება — სტოლტენბერგი

ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან ონლაინ შეხვედრის შემდეგ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ისინი შეთანხმდნენ, გააგრძელონ უკრაინის დახმარება და მიაწოდონ სამხედრო დახმარება, მათ შორის, საჰაერო თავდაცვის სისტემები. სტოლტენბერგს უფრო მეტად არ დაუკონკრეტებია, თუ რა ტიპის დახმარებაზეა საუბარი.

„პარტნიორები ძალიან არიან მოწადინებული, რომ გაგრძელდეს უკრაინის დახმარება“, — აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა 25 თებერვალს, საღამოს გამართულ ბრიფინგზე.

გარდა ამისა, მისივე ინფორმაციით, ნატო მნიშვნელოვნად აძლიერებს მისი წევრი ქვეყნების თავდაცვას აღმოსავლეთით, ზრდის სამხედრო ძალასა და აღჭურვილობას, ასევე, გაააქტიურებს სწრაფი რეაგირების ძალებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი