საზოგადოება

რუსეთმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური დაიკავა

24 თებერვალი, 2022 • 2731
რუსეთმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური დაიკავა

რუსმა სამხედროებმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური დაიკავეს.

ინფორმაცია ამის შესახებ, „Украинская правда“-ს ინფორმაციით, პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა დაუდასტურა.

„სასტიკი ბრძოლის შემდეგ ჩვენი კონტროლი ჩერნობილის ობიექტზე დაიკარგა. უცნობია ყოფილი ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ობიექტების, სარკოფაგის და ბირთვული ნარჩენების მდგომარეობა. ამ მიმართულებით რუსების აბსოლუტურად უაზრო თავდასხმის შემდეგ შეუძლებელია იმის თქმა, რომ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური უსაფრთხოა“, — განაცხადა პოდლიაკმა.

პრეზიდენტის აპარატი მიიჩნევს, რომ დღეს ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული საფრთხე ევროპისთვის, რადგან რუსეთის ჯარებს შეუძლიათ მოამზადონ პროვოკაციები ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე, ან „ისარგებლონ თავდასხმის დროს ობიექტების მიერ მიღებულ ზიანით და ამაში უკრაინა დაადანაშაულონ ან თავად დააზიანოს ყველაზე საშიში ობიექტები“.

ჩერნობილის კატასტროფა იყო უდიდესი ბირთვული კატასტროფა კაცობრიობის ისტორიაში.

კატასტროფის გამო ბელარუსსა და უკრაინაში ასობით ათასი ჰექტარი ტერიტორია აკრძალულ ზონადაა გამოცხადებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი