საზოგადოება

რუსეთის ძალებმა კიევის ოლქის საზღვარი გადმოკვეთეს – უკრაინის სასაზღვრო სამსახური

24 თებერვალი, 2022 • 4119
რუსეთის ძალებმა კიევის ოლქის საზღვარი გადმოკვეთეს – უკრაინის სასაზღვრო სამსახური

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო და სასაზღვრო დაცვის სამსახური იუწყებიან, რომ რუსეთის ფედერაციის ჯარისკაცებმა გადაკვეთეს კიევის ოლქის საზღვარი, სადაც უკრაინულ ძალებთან დაპირისპირება მოხდა.

უწყებების თანახმად, რუსულმა დანაყოფებმა უკრაინის საზღვარი კიევის ოლქში, ვილჩას გამშვებ პუნქტთან გადაკვეთეს, რომელიც ბელარუსის საზღვარზე მდებარეობს. ვილჩადან დედაქალაქ კიევამდე დაახლოებით 150 კილმეტრია.

ამასთან, უკრიანული მხარის თანახმად, რუსეთის ფედერაციამ გახსნა საარტილერიო ცეცხლი სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „მლაჩევკას“ მიმართულებით, რომელიც ჟიტომირის ოლქში მდებარეობს, ასევე, ბელარუსის საზღვრის სიახლოვეს, კიევის ოლქის მეზობლად.

აფეთქებები დაფიქსირდა სამი მხრიდან- ჩრდილოეთით, აღმოსავლეთითა და სამხრეთით (კიევში, ხარკოვში, მარიუპოლში, ოდესაში და ა.შ.).


24 თებერვლის დილით რუსეთმა  უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო.

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.

პუტინმა იარაღის დაყრისკენ მოუწოდა უკრაინელ ჯარისკაცებს.

პუტინის განცხადებიდან მალევე დაიწყო სტრატეგიული ობიექტების დაბომბვა უკრაინის ქალაქების შემოგარენში, მათ შორის, კიევში.

ნეტგაზეთი განახლებად რეჟიმში გთავაზობთ ცნობებს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ. სიახლეები გამოჩნდება გვერდის თქვენ მიერ განახლების (დარეფრეშების) შემდეგ.

მასალების გადაბეჭდვის წესი