საზოგადოება

ღია კარი კარგია, მაგრამ ჩვენ ღია პასუხები გვჭირდება — ზელენსკი

19 თებერვალი, 2022 • 1941
ღია კარი კარგია, მაგრამ ჩვენ ღია პასუხები გვჭირდება — ზელენსკი

უკრაინას ნატო-სა და ევროკავშირის წევრობაზე ნათელი პასუხები სჭირდება — ეს ერთ-ერთი საკვანძო გზავნილია უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვით გამოსვლიდან მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინას მშვიდობა სურს.

“8 წლის წინ უკრაინელებმა თავიანთი არჩევანი გააკეთეს, ბერვამ თავისი სიცოცხლე გაიღო ამისთვის.

2014 წლიდან რუსეთი გვარწმუნებს, რომ არასწორი გზა ავირჩიეთ, რომ ევროპაში არავინ გველის. განა ევროპამ მუდმივად არ უნდა თქვას და საქმით ამტკიცოს, რომ ეს ასე არ არის? განა ევროკავშირმა არ უნდა თქვას დღეს, რომ “ჩემი მოქალაქეები დადებითად უყურებენ უკრაინის გაწევრიანებას კავშირში”?

რატომ ვარიდებთ თავს ამ კითხვას? უკრაინა ნათელ და პირდაპირ პასუხს არ იმსახურებს?” — აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ეს ნატო-საც ეხება:

“გვეუბნებიან, რომ კარი ღიაა, მაგრამ ჯერჯერობით აუტსაიდერებს არ უშვებენ.

თუ ალიანსის ზოგიერთ ან ყველა წევრს არ სურს ჩვენი ნახვა, იყავით გულწრფელნი. ღია კარი კარგია, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ღია პასუხები და არა ღია კითხვები წლების განმავლობაში”.

მასალების გადაბეჭდვის წესი