საზოგადოება

საქართველოში 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

13 თებერვალი, 2022 • 17918
საქართველოში 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები მთელი ქვეყნის მასშტაბით იგრძნობოდა.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ბოლო მონაცემებით, ბიძგების სიმძლავრე 6.2 მაგნიტუდა იყო, ეპიცენტრით დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებასთან ახლოს.

სეისმური მონიტორინგის ცენტრის ვებგვერდის მიხედვით, მიწისძვრა 22:25 საათზე მოხდა, მომდევნო 10 წუთში კი 4.5 და 4.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მომყოლი ბიძგები დაფიქსირდა.

ჯერჯერობით, არ არსებობს დაზუსტებული ინფორმაცია მიწისძვრის შედეგების შესახებ.

დმანისის მერის თქმით, ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ შახმარლოში ბიძგების შედეგად საცხოვრებელი სახლის უკანა კედელი ჩამოინგრა.

კობა მურადაშვილის თანახმად, მუნიციპალიტეტში სერიოზული ნგრევა არ ყოფილა და არსებული ინფორმაციით, არც ვინმე დაშავებულა.


თუ გაქვთ ინფორმაცია მიწისძვრით გამოწვეული რაიმე სახის ზიანის შესახებ, გთხოვთ, მოგვაწოდოთ.

მიწისძვრის შედეგად შახმარლოში სახლის უკანა კედელი ჩამოინგრა, არავინ დაშავებულა — დმანისის მერი

მასალების გადაბეჭდვის წესი