საზოგადოება

კოვიდინფიცირებულ ბავშვთა მკურნალობის პროტოკოლი შეიცვალა

31 იანვარი, 2022 • 1650
კოვიდინფიცირებულ ბავშვთა მკურნალობის პროტოკოლი შეიცვალა

ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვების მკურნალობის პროტოკოლში ცვლილებები შეიტანა.

შეცვლილი პროტოკოლის თანახმად, ბავშვის ჰოსპიტალიზაცია აუცილებელია, თუ მას 3-5 დღის განმავლობაში მუდმივად მაღალი ტემპერატურა ექნება.

ბავშვის კლინიკაში გადაყვანა საჭირო იქნება იმ შემთხვევაშიც, თუ დაავადების ხანგრძლივობა 1 კვირაზე მეტხანს გასტანს და პაციენტის მდგომარეობა არ უმჯობესდება ან მწვავდება.

პროტოკოლის თანახმად, რეკომენდებულია კორონავირუსით ინფიცირებული 1 წლამდე ასაკის ჩვილის ჰოსპიტალში გადაყვანა [როგორც კი ინფიცირება დაუდასტურდება].

სხვა კრიტერიუმებს შორის, რა დროსაც ბავშვის ჰოსპიტალიზაციაა საჭირო, გაწერილია:

  • კლინიკურად ან რენტგენოგრაფიულად დადასტურებული პნევმონია;
  • სუნთქვის უკმარისობა;
  • თანარსებული ქრონიკული მდგომარეობა,
    • ფილტვების ქრონიკული დაავადება (ზომიერი ან მძიმე ასთმა),
    • გულსისხლძარღვთა დაავადებები,
    • თირკმელების ქრონიკული დაავადება,
    • ღვიძლის ქრონიკული დაავადება.
    • ნერვ-კუნთოვანი დაავადება,
    • ენდოკრინული დარღვევები (მაგ. შაქრიანი დიაბეტი),
    • მეტაბოლური დარღვევები.
  • იმუნოსუპრესიული პაციენტი (კიბო, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია, ორგანოს გადანერგვა, იმუნომოდულაცია და გლუკოკორტიკოიდების მაღალი დოზა);
  • მულტისისტემური ანთებითი სინდრომის და კავასაკის დაავადების მსგავსი კლინიკური მახასიათებლები;
  • გასტროენტერიტის სურათი ზომიერი ან მძიმე დეჰიდრატაციით;
  • მძიმე სიმსუქნე (სხეულის მასის ინდექსი ≥120% 95-ე პერცენტილზე).

მასალების გადაბეჭდვის წესი