საზოგადოება

სიღნაღში მომხდარი მკვლელობის საქმეზე 1 პირი დავაკავეთ — შსს

30 იანვარი, 2022 •
სიღნაღში მომხდარი მკვლელობის საქმეზე 1 პირი დავაკავეთ — შსს

კახეთის პოლიციამ სიღნაღის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის საქმეზე 1 პირი დააკავა. განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტრომ 30 იანვარს გაავრცელა.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 29 იანვარს, სიღნაღის რაიონის სოფ. ჯუგაანში, 1954 წელს დაბადებულ ქალს, მისსავე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჭრილობები მიაყენა.

“მიყენებული დაზიანებების შედეგად [ქალი] გარდაიცვალა”, — დასძენს უწყება.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს 1979 წელს დაბადებული პირი, რომელიც წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის არის ნასამართლევი.

გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი