საზოგადოება

კორონავირუსის 17 265 ახალი შემთხვევა და 34 გარდაცვლილი — 30 იანვარი

30 იანვარი, 2022 • 1070
კორონავირუსის 17 265 ახალი შემთხვევა და 34 გარდაცვლილი — 30 იანვარი

ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 17 265 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 34 ადამიანი გარდაიცვალა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 69 190 კვლევა ტესტით, მათ შორის 38 203 კვლევა ანტიგენის ტესტით და 30 987 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 29 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 24.95%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 20.01% ხოლო 7 დღის მანძილზე – 23.24%.

ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევები რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

  • თბილისი — 8 980 შემთხვევა,
  • აჭარა — 1 913,
  • იმერეთი — 2 247,
  • ქვემო ქართლი — 870,
  • შიდა ქართლი — 679,
  • გურია — 264,
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი — 944,
  • კახეთი — 657,
  • მცხეთა-მთიანეთი — 408,
  • სამცხე-ჯავახეთი — 266,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 37.
ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 146 527 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 5 191 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 2 061 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ  სასტუმროებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი