საზოგადოება

კორონავირუსს დამატებით 63 ადამიანი ემსხვერპლა — 28 დეკემბერი

28 დეკემბერი, 2021 • 661
კორონავირუსს დამატებით 63 ადამიანი ემსხვერპლა — 28 დეკემბერი

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, კორონავირუსის შედეგად ბოლო 24 საათში დამატებით 63 ადამიანი გარდაიცვალა. შესაბამისად, ვირუსის მსხვერპლთა საერთო რიცხვმა 13 646-ს მიაღწია.

ოფიციალური ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ჩატარდა 42 772 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 2 676  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 966 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  6.26%

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  928 030-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 27 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.26%, ბოლო 14 დღის განმავლობაში —  5.74% ხოლო 7 დღის — 5.02%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 676 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისშიგამოვლენილია 1 063 შემთხვევა,
  • აჭარა – 213, იმერეთი – 439,
  • ქვემო ქართლი – 110,
  • შიდა ქართლი – 171,
  • გურია – 142,
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 227,
  • კახეთი -148,
  • მცხეთა-მთიანეთი -75,
  • სამცხე-ჯავახეთი – 45,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -43.

მასალების გადაბეჭდვის წესი