არაფერი ქმნის საახალწლო განწყობას ისე, როგორც უკვე კარგად ნაცნობი საშობაო სიმღერები. ზოგი მათგანი საყვარელ ფილმებს გვახსენებს, ზოგიერთიც წინა წლების სასიამოვნო მოგონებებს აღვიძებს.
ნეტგაზეთმა 40 საახალწლო მელოდია შეარჩია, რომელიც ამ ფლეილისტშია გაერთიანებული. აქ გადააწყდებით როგორც უკვე კარგად დამკვიდრებულ და კლასიკად ქცეულ მელოდიებს, ასევე თანამედროვე შემსრულებლების ჰიტებს.
მოუსმინე და გაგვიზიარე, რომელია შენი საყვარელი საშობაო მელოდია.