შობა-ახალი წელი ყოველთვის კარგ ემოციებთან ასოცირდება და საშობაო ფილმებშიც ყოველთვის ყველაფერი კარგად მთავრდება.
ნეტგაზეთმა ამჯერად თქვენთვის შეარჩია ექვსი ფილმი, რომელიც შობა-ახალი წლის თემატიკას ეხება, მაგრამ განსხვავდება თქვენთვის ნაცნობი კეთილი საშობაო ზღაპრებისგან.
მართალია, ეს ფილმები კინოშედევრი არ არის, თუმცა მძაფრი ემოციები გარანტირებული იქნება.
1. Rare Export/იშვიათი საქონელი (2010)
შობის ღამეს ფინეთში, არქეოლოგიური გათხრის დროს, მიწის საფარქვეშ სანტა კლაუსის ყორღანს აღმოაჩენენ, მაგრამ ნაცვლად მოსიყვარულე მოხუცისა, ისინი ბოროტ არსებას აღმოაჩენენ. გათხრებდიან მალევე დასახლებიდან ბავშვები გაქრებიან, ირმების ჯოგს კი დახოცილს ნახავენ.
მონადირეთა ჯგუფი გადაწყვეტს, დაიჭიროს ბოროტი სანტა კლაუსი.
2. Better Watch out / უმჯობესია ფრთხილად იყო (2016)
ახალგაზრდა ეშლი, ერთი შეხედვით, წყნარ უბანში მუშაობს. ის 12 წლის ლუკის ძიძაა. თუმცა, მას მალევე მოუწევს, თავდამსხმელებისგან დაიცვას როგორც ბავშვი, ასევე საკუთარი თავი.
3. Gremlins/ გრემლინები
ისტორია პაწაწინეა მონსტრებზე, რომელებიც საშობაოდ ქალაქს ატერორებენ.
4. Christmas Horror Story/ საშობაო საშინელებათა ისტორია
ფილმი ახალ წელზე, ზომბი ელფებსა და კრამპუსზე — არსებაზე, რომელიც ცელქ ბავშვებზე ნადირობს.
5. Anna and the Apocalypse/ ანნა და აპოკალიფსი
მიუზიკლი ანასა და მის მეგობრებზე, რომლებიც ცდილობენ, გადაურჩნენ ზომბი აპოკალიფსს.
6. The Lodge/ ქოხი
საშობაო არდადეგების გატარებას ოჯახი ქალაქგარეთ, მოშორებულ სახლში გეგმავს. თუმცა ბავშვების მამას სახლის მოულოდენლად დატოვება მოუწევს, 2 ბავშვი კი მის პარტიორთან, გრეისთან რჩება. მალევე, ამოვარდნილი ქარიშხალი მათ ოთხ კედელში მოამწყვდევს.
მთავარი ფოტო: ფილმი კადრიდან: „ანა და აპოკალიფსი“
თუ ამ ჟანრის ფილმები არ მოგწონთ, ან უკვე უყურეთ, შეგიძლიათ ჩართოთ ფილმები კინოკრიტიკოს გოგი გვახარიას რჩევით, ან 5 საახალწლო ფილმი, რომელსაც რამდენიმე კრიტიკოსი, დრამატურგი და პროდიუსერი გვთავაზობს.
ასევე ნახეთ:







