საზოგადოება

კორონავირუსი: 2 922 ახალი შემთხვევა, 36 გარდაცვლილი

12 დეკემბერი, 2021 •
კორონავირუსი: 2 922 ახალი შემთხვევა, 36 გარდაცვლილი

ბოლო 24 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2 922 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა 36 ადამიანი. ამასთან ბოლო ერთი დღეში გამოჯანმრთელდა 4 999 პირი, დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა კი 8.15% შეადგინა.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 35 841 კვლევა ტესტით, მათ შორის 19 939 კვლევა ანტიგენის ტესტით და 15 902 PCR ტესტით.

ახალი შემთხვევების რაოდენობა რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

  • თბილისში გამოვლენილია – 1 380 შემთხვევა
  • აჭარა – 162
  • იმერეთი – 481
  • ქვემო ქართლი – 178
  • შიდა ქართლი – 171
  • გურია – 81
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 185
  • კახეთი – 149
  • მცხეთა-მთიანეთი – 60
  • სამცხე-ჯავახეთი – 51
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 24

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 43 854. მათ შორის 6 142 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 554 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 321 პირი, 1 193 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 36 519 პირი კი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 39 130 ადამიანი.

კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში ვირუსი 889 286 ადამიანს დაუდასტურდა, მათ შორის 832 675 გამოჯანმრთელდა და 12 731 ადამიანი გარდაიცვალა.  

მასალების გადაბეჭდვის წესი