საზოგადოება

ვადაგასულები ხართ – დაპირისპირება ბათუმის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე [LIVE]

25 ნოემბერი, 2021 • 9315
ვადაგასულები ხართ – დაპირისპირება ბათუმის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე [LIVE]

ბათუმის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე ხმაურია. ახლადარჩეული საკრებულოს წევრები 2017 წელს არჩეული საკრებულოს წევრებს დაუპირისპირდნენ. ძველი მოწვევის საკრებულო ბიუროს სხდომას მართავდა, რა დროსაც შენობაში ოპოზიცია, მათ შორის, ახლადარჩეული საკრებულოს წევრები შევიდნენ.

„ვადაგასულები ხართ. 2017 წლის არჩეული საკრებულო რატომ მიმტკიცებს 2022 წლის ბიუჯეტს?“ – ჰკითხა ირაკლი კუპრაძემ ბათუმის საკრებულოს წევრებს და საკრებულოს თავმჯდომარეს სულიკო თებიძეს.

საკრებულოს შენობაში პოლიციაა შესული და ახლადარჩეული საკრებულოს წევრების შენობიდან გაყვანას ცდილობს.

ხვალ, 26 ნოემბერს 11:00 საათზე ბათუმის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაა ჩანიშნული. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ინფორმაციით, ბათუმის საკრებულო აპირებს ხვალ ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი