საზოგადოება

ელენე ხოშტარიამ შიმშილობა შეწყვიტა

19 ნოემბერი, 2021 • 3675
ელენე ხოშტარიამ შიმშილობა შეწყვიტა

პოლიტიკური პარტია „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ შიმშილობა შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში შესთავაზა სამკურნალოდ გადაყვანა.

„მე, რა თქმა უნდა, შიმშილობის დაწყებამდე მქონდა კონსულტაციები, თუ რა შეიძლება ყოფილიყო აქედან გამოსავალი. ეს ჩემი პოზიცია იყო დაფუძნებული ექსპერტებთან, ჩემს კოლეგებთან საუბარზე.

გორის კლინიკაში უსაფრთხოდ გადაყვანა არის ამ ვითარებაში გამოსავალი მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების .

ეს არის საფუძველი ჩემი შიმშილობის შეწყვეტის“, — განაცხადა ელენე ხოშტარიამ.


ელენე ხოშტარია 17 დღე შიმშილობდა პარლამენტში მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით. მან დღეს განაცხადა, რომ კრიტიკული მაჩვენებლების წინააღმდეგ მედიკამენტოზურ მკურნალობას წყვეტდა.

რაც შეეხება საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილი 50-ე დღეა შიმშილობს. ის ამბობს, რომ შეწყვეტს შიმშილობას სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის შემთხვევაში. ჯერჯერობით უცნობია მისი პოზიცია გორის ჰოსპიტალში გადაყვანასთან დაკავშირებით.

სახალხო დამცველის ინციიატივით შექმნილმა დამოუკიდებელ ექიმთა ჯგუფმა ისევე, როგორც მთავრობის მიერ შექმნილმა და ალტერნატიულმა კონსილიუმებმა, მიხეილ სააკაშვილის მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაცია გასცეს, რასაც მთავრობა ამ დრომდე არ ასრულებდა.

პენიტენციური სამსახური, უსაფრთხოების ზომებიდან და ჯანმრთელობის გაუარესების საფრთხის მოტივით, უარს აცხადებს სააკაშვილის მიყვანაზე სასამართლო პროცესებზე, სადაც ექსპრეზიდენტის საქმეები განიხილება.

მასალების გადაბეჭდვის წესი