საზოგადოება

დაუყენეს სისტემა, კონტაქტურია და ფერზეც მოსულია, რეანიმაციაშია – გვარამია სააკაშვილზე

18 ნოემბერი, 2021 •
დაუყენეს სისტემა, კონტაქტურია და ფერზეც მოსულია, რეანიმაციაშია – გვარამია სააკაშვილზე

ნიკა გვარამია აცხადებს, რომ ექიმების ჩარევის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი კონტაქტურია.

ცოტა ხნის წინ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ, რომელიც მსჯავრდადებულ ექსპრეზიდენტთან ციხეში იმყოფებოდა, განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი წაიქცა და საკაცით აიყვანეს.

ამ მომენტში იქვე იმყოფებოდა ნიკა გვარამია, რომელმაც განაცხადა, რომ სააკაშვილს შეხვედრის განმავლობაში უჭირდა ლაპარაკი და „უჭირდა თავის დაჭერა“.

„რომ გამოვდიოდით, ადგა, გაჰყავდა ბადრაგს და [იმ მომენტში] მოწყვეტით წაიქცა“, – განაცხადა გვარამიამ.

„რომ წაიქცა, კონტაქტური არ იყო და ისეთი მოძრაობები იყო, ჩავთვალე, რომ ინსულტი იყო. საბედნიეროდ, ეს ასე არ არის“, – თქვა გვარამიამ.

ამის შემდეგ, მისი თქმით, ექსპრეზიდენტთან მალევე მივიდნენ ექიმები:

„როგორც კი ეს დაუყენეს, სისტემა, ფერზეც მოსულია და კონტაქტურია“, – აცხადებს იგი.

„ამჟამად იმყოფება რეანიმაციაში, ყველა ექიმი ადგილზეა, აკეთებენ თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმს“, – განაცხადა გვარამიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი