საზოგადოება

ელენე ხოშტარიას მიმართვა ექიმებს

14 ნოემბერი, 2021 • 1374
ელენე ხოშტარიას მიმართვა ექიმებს

ელენე ხოშტარია, რომელიც 12-ე დღეა პარლამენტის შენობაში შიმშილობს, ექიმებს და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს მიმართა.

ხოშტარია ექიმებს და კონკრეტულად სამედიცინო კონსილიუმის წევრებს მოუწოდა, არ დაელოდონ პენიტენციური სამსახურის მიმართვას და თავად გამოიჩინონ ინიციატივა, შევიდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და მოინახულონ საქართველოს მე-3 პრეზიდენტი.

მისი თქმით, სააკაშვილთან დაკავშირებით სახეზეა “წარმოუდგენლად ჩიხური ვითარება”, როდესაც არ არსებობს ზუსტი ინფორმაცია და საზოგადოება ალაგ-ალაგ სხვადასხვა წყაროსგან იღებს ძალიან სააგანგაშო ცნობებს ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

კონსილიუმი, რომელიც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას უწევს მონიტორინგს რამდენიმე სხვადასხვა პროფილის მქონე ექიმისგან შედგება, მათ შორის არიან:

  •  ნიკოლოზ ყიფშიძე (სააკაშვილის პირადი ექიმი)
  • ალექსანდრე ცისკარიძე (ნევროლოგი )
  • გიორგი გოცაძე (კრიტიკული მედიცინის ექიმი);
  • ნინო შარაშენიძე (ჰემატოლოგი);
  • ელენე გიორგაძე (ენდოკრინოლოგი);

ელენე ხოშტარიას განცხადებით ნათელია, რომ სახელმწიფო არ იცავს მიხეილ სააკაშვილის უფლებებს და ექიმები თავად უნდა ჩაერთონ მისი დიაგნოსტიკისა და მკურნალობის საქმეში.

ხოშტარიას თქმით, პირადად ის შიმშილობას არ შეწყვეტს, სანამ სააკაშილს არ გადაიყვანენ სამოქალაქო კლინიკაში. მან მადლობა გადაუხადა იმ ექიმებს, ვინც მასზე ზრუნავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი