რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან საპროტესტო აქცია იმართება. აქციის მონაწილეები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ, რომელიც აღნიშნულ ციხეში იმყოფება.
პარლალეურად ენმ-ის აქცია იმართება ბათუმშიც, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის “არჩევნების გაყალბებას” და ასევე სააკაშვილის დაკავებას აპროტესტებენ.
რუსთავის ციხესთან იმყოფება ენმ-ის ლიდერების ნაწილი, ასევე, გუბაზ სანიკიძე. აქციაზე სიტყვით გამოვიდა ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი. მისი თქმით, ხვალიდან რუსთავის ციხესთან აქციებს ყოველდღიურ რეჟიმში გააგრძელებენ.

![აქცია რუსთავის ციხესთან [LIVE] აქცია რუსთავის ციხესთან [LIVE]](https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2021/11/251150582_627245345032975_9101128488927801364_n.jpeg)






