მედიით გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველო-სომხეთს შორის ავიარეისები მგზავრების სიმცირის გამო გავრცელდა, არ დასტურდება.
ავიაკომპანია არმავიას პრეზიდენტმა, მიხეილ ბაღდასაროვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თბილისი-ერევანი-მოსკოვი გაუქმდა არარენტაბელობის გამო.
“ადრეც მიგვიმართავს თბილისის აეროპორტის ხელისუფლებისთვის, რომ გადასახადები შეემცირებინათ, მაგრამ ასე არ იქცეოდნენ. ამის გამო ჩვენი ავიაკომპანია ვალდებული იყო თითოეული მგზავრის გადაყვანისთვის 21 ევრო გადაეხადა. იყო ასევე სხვა ხარჯებიც. ამიტომაც მიიღო ავიაკომპანიამ ამ რეისის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება. თუმცა თბილისელმა კოლეგებმა მაინც დაწიეს გადასახადები. ამიტომაც ამიერიდან რეისი თბილისი-ერევანი-მოსკოვი აღდგება და ფრენები 10 თებერვლიდან განხორციელდება.” განაცხადა ბაღდასაროვმა
