საზოგადოება

მოვაჭრეების პროტესტი

2 თებერვალი, 2010 • 4514
მოვაჭრეების პროტესტი

დღეს რუსთაველის გამზირზე ორი აქცია ერთმანეთის პარალელურად მიმდინარეობდა. მაშინ, როცა პარლამენტის წინ მიმდებარე ტერიტორიაზე ლეიბორისტული პარტია პენსიონერებთან ერთად აქციას აწყობდა, მოვაჭრეები და ხალხის პარტიის წარმომადგენლები პირველი საჯარო სკოლის წინ იკრიბებოდნენ. თუმცა მოგვიანებით პენსიონერებიც შეუერთდნენ მოვაჭრეებს, მას შემდეგ რაც ლეიბორისტების მიერ ორგანიზებული აქცია, პარლამენტის წინ, დასრულდა.

კობა დავითაშვილი, ხალხის პარტიის ლიდერი, აქციის მთავარი მოქმედი გმირი იყო, პირველი სწორედ ის მიესალმა შეკრებილ ხალხს: “გულწრფელად გეტყვით, რომ უფრო მეტ ხალხს ველოდი.”

Image 462

მასალების გადაბეჭდვის წესი