საზოგადოება

გარემოს დაცვის ინსპექცია ობიექტებს გეგმიურად შეამოწმებს

30 ივლისი, 2010 • • 1142
გარემოს დაცვის ინსპექცია ობიექტებს გეგმიურად შეამოწმებს

სექტემბრიდან გარემოს დაცვის ინსპექცია რეგულირების ობიექტებს გეგმიურად შეამოწმებს. ინსპექციის ავტომობილებს სათვალთვალო ვიდეოკამერები დაუმონტაჟდებათ, რაც ონლაინ რეჟიმში გაკონტროლდება ხელმძღვანელობის მიერ.

”ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, გარემოს დაცვის ინსპექციის ავტომანქანებში სათვალთვალო ვიდეოთვალის დამონტაჟებაა, რომელიც მუდმივად გააკონტროლებს თანამშრომელთა მუშაობას, რაც კორუფციის საბოლოოდ აღმოფხვრას შეუწყობს ხელს“ – განაცხადა გუშინ გოგა ხაჩიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

დღემდე ინსპექტირება უტარდებოდათ მხოლოდ სწრაფი რეაგირების თანამშრომლების მიერ გამოვლენილ ობიექტებსა და ცხელ ხაზზე შემოსულ შეტყობინებებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი