საზოგადოება

დამწყები მასწავლებლების ნაკლებობა საჯარო სკოლებში

19 ნოემბერი, 2014 • • 3106
დამწყები მასწავლებლების ნაკლებობა საჯარო სკოლებში

თეონა ბანძელაძემ მასწავლებლობაზე უარი მას შემდეგ თქვა, რაც ახალგაზრდობისა და გამოუცდელობის მოტივით საჯარო სკოლებში არ მიიღეს.

 

დამწყებმა მასწავლებელმა, სანამ თბილისის სკოლებში სამსახურის ძებნას დაიწყებდა, ილიას სახელმწიფო უნივერისტეტის ფილოლოგის სპეციალობით ისწვალა, ხოლო მეორეულ სპეციალობად პედაგოგიკა აირჩია.

 

მეოთხე სემესტრში 55-ე სკოლაში პრაქტიკის გავლის შემდეგ 2013-2014 წლებში პროგრამაში “ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის” ჩაერთო. თეონა ამბობს, რომ იმისთვის რომ პროექტში ჩართულიყო ტესტირება და გასაუბრება გაიარა და ჯავახეთის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში ერთი წელი, როგორც დამხმარე მასწავლებელი მუშაობდა.

 

თუმცა, თბილისის სკოლების უმეტესობისთვის მისი კვალიფიკაცია საკმარისი არ აღმოჩნდა. თეონა ამბობს, რომ საჯარო სკოლებში დამწყებ მასწავლებლებს არ ენდობიან:

 

“ერთწლიანი გამოცდლება არ აკმაყოფილებთ. მთავარი პრობლემა არის არასერთიფიცირებულობა და გამოუცდელობა. ვერც მიდიხარ იქამდე რომ აჩვენო რა იცი, იმიტომ რომ ხარ გამოუცდელი”.

 

თეონამ მასწავლებლის პოზიციაზე მუშაობა, გლდანის რაიონში საჯარო სკოლაში დაიწყო, თუმცა ერთი კვრის შემდეგ სამსახურის დატოვება მოუხდა, რადგან გამოუცდელობის მოტივით იგი მშობლებმა დაიწუნეს.

 

წინაღობის შეხვედრის შემდეგ თეონა მასწავლებლობაზე აღარ ფიქრობს. იგი ახლა სტაჟირებას კულტურული მემკვიდროების დაცვის ეროვნულ სააგენტოში გადის. იგი ამბობს, რომ ვაკანსიები ძირითადად რეგიონების სკოლებში ცხადდება, თუმცა მას თბილისს გარეთ მუშაობა არ შეუძლია.

 

განათლების სპეციალისტი ნათია ანდღულაძე ამბობს, რომ პროფესიაში ახალი მასწავლებლები იმიტომ კი არ მიდიან რომ ხელფასი დაბალია, არამედ იმიტომ რომ ძნელია დასაქმება.

 

ნათია ანდღულაძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ახალი კადრების მოზიდვაზე და მათ უნდა ჰქონდეთ გარანტირებული დასაქმება.

 

ნათია ანდღულაძე ამბობს, რომ დამწყები მასწავლებლები ძნელად იწყებენ საჯარო სკოლაში მუშაობას, ხოლო კერძო სკოლები უფო მეტად არიან მზად დამწყებ მასწავლებლებს შანსი მისცენ:

 

“რა თქმა უნდა, მათ [დამწყებ მასწავლებლებს] აკლიათ გამოცდილება აკლიათ უნარები, თუ ძალიან კარგი არაა სავარაუდოდ შანსს არ აძლევენ. ახალგაზრდებს ეადვილებათ კერძო სკოლებში შესვლა ვიდრე საჯარო სკოლებში”.

 

ლალი ჯანიაშვილმაც მასწავლებლობა კერძო კოლეჯში დაიწყო, რუსულ ენას ასწავლიდა, თუმცა კოლეჯის გაუქმების შემდეგ სამსახური დაკარაგა. მას 11 წლიანი სტაჟი აქვს და სერთიფიკაციის გამოცდა ჩააბარა, იგი სამსახურს რამდენიმე წელია ეძებს.

 

“2 სერტიფიკატი მაქვს, წელს კიდევ ვაპირებდი სხვა სერტიფიკატის აღებას, მაგრამ მივხვდი, რომ სისულელეა. ვაკანსია ფიზიკურად არ არის და თუ როგორღაც გამოჩნდა, ნაცნობობით იღებენ კადრს”, – ამბობს ლალი ჯანიაშვილი.

 

მისი აზრით, საჯარო სკოლებში მასწავლებელთა დიდი რაოდენობაა, ხოლო სახელმწიფოს საპენსიო პოლიტიკა ახალი კადრების სკოლაში მისვლას ხელს უშლის.

 

“თაობათა ცვლა არ ხდება. ამასობაში ჩვენ ვხდებით საპენსიოები”, – წუხს ლალია ჯანიაშვილი.



მასწავლებლების ასაკობრივი განაწილება | Create Infographics

ზოგადი განათლების სისტემაში მასწავლებელთა დიდ რაოდენობაზე მიუთითებს მონაცემები, რომელსაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევა “მასწავლებელთა სერთიფიკაცია საქართველოში” მიუთითებს.

 

კვლევის მიხედვით, 67 917 მასწავლებელია სკოლაში, რაც 11 500 მასწავლებლით მეტია იმაზე, ვიდრე საგანმანათლებლო სისტემას სჭირდება.

 

ამავე კვლევის მიხედვით, დაწყებითი კლასის მასწავლებელთა შორის 29 წლის და უფრო დაბალი ასაკის მხოლოდ 4%-ია დასაქმებული. ხოლო 60 წელზე მეტი ასაკის მასწავლებლები არიან 18%.

 

ქართულის მასწავლებლებს შრის კი საპენსიო ასაკის მაწავლებელთა რაოდენობა 24%-ს შეადგენს, ხოლო 29 წლის ქვემოთ – 2%.

 

განსხვავებული მდგომარეობაა ინგლისურის კუთხით, სადაც 29 წლამდე ასაკის მასწავლებლები 25%-ით არიან წარმოდგენილი, ხოლო 60 წელზე მეტი ასაკის მასწავლებლების რაოდენობა 9%-ია.

 

კვლევის ავტორები ამბობენ, რომ ამგვარი დისბალანსი შესაძლოა უკავშირდებოდეს სახელმწიფოს საპენსიო პოლიტიკას რომელიც ახალისებს საპენსიო ასაკის მასწავლებლებს, რომ სკოლაში დარჩნენ. სახელმწიფო პენსიის შესახებ კანონი მასწავლებლებისთვის უშვებს გამონაკლისს იმით, რომ შეუძლიათ ხელფასთან ერთად პენსიაც აიღონ.

 

საქართველოში 2007-2011 წლებში მათემატიკისა და ბუნების მასწავლებლებს შორის საპენსიო ასაკის მასწავლებლების რაოდენობა 10%-ით გაიზარდა. იმ ფონზე, როცა 40-49 ასაკის მასწავლებელთა რაოდენობა 11%-ით დაეცა, ხოლო 25 წლის ასაკის მასწავლებელთა რაოდენობა 0.1%-ითაა შემცირებული.

 

საქართველოსგან განსხვავებით, დიდი ბრიტანეთის მთავრობის 2013 წლის მონაცემებით, დაწყებითი კლასების მასწავლებლების შორის 29 წლის და უფრო ახალგაზრდების რაოდენობაა 26.4%, მაშინ როცა ამავე ასაკის მასწავლებლების მეორე საფეხურზე 23%-ს შეადგენს. ხოლო 60 წელზე მეტი ასაკის მასწავლებლების რაოდენობა 2-2%-ია.

 

ამერიკის შეერთებული შტატების ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში 2011-2013 წლებში 29 და უფრო დაბალი ასაკის მასწავლებლები 15.3%-ია. ხოლო 60 წელს გადაცილებული არის 7.6%.

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი ნინო კვიტაიშვილი ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს, რომ ის, რომ მასწავლებებელი საპენსიო ასაკისაა არ ნიშნავს, რომ იგი ქმედუუნაროა.

 

“მეც ვიყავი სკოლის დირექტორი და შემიძლია გითხრათ, რომ საპენსიო ასაკი პედაგოგების მოღვაწეობაზე არ მოქმედებს. 65 წლის მამაკაცი, რომელიც საპენსიო ასაკშია, ვერ ვიტყვით, რომ ქმედუუნაროა. არ არსებობს საერთო მიდგომა, რომ საპენსიო ასაკის მასწავლებელმა უნდა დატოვოს სკოლა და პედაგოგიური საქმიანობა არ უნდა გააგრძელოს”.

 

ნათია ანდღულაძე იზიარებს, რომ საპენსიო ასაკი არ გულისხმობს იმას, რომ მასწავლებელი ცუდად ასწავლის, ან ვინც ახალგაზრდაა ის უკეთესად, ასწავლის. განათლების სპეციალისტი ამბობს, რომ საპენსიო ასაკის მასწავლებლებსაც აქვთ კარგი შედეგები სწავლების თვალსაზრისით, თუმცა შემქნილი მდგომარეობა დასაქმების პრობლემას ახალგაზრდებს უქმნის.

 

“ის, რომ მასწავლებლები პენსიის შემდეგ არ ტოვებენ პროფესიას იწვევს იმას, რომ სისტემა ჯერდება, სისტემა ვეღარ იღებს ახალგარზდა მასწავლებლებს. ასეთ შემთხვევაში ხდება დემოტივაცია, რომ შევიდნენ პროფესიაში.”

 

ნინო კვიტაიშვილი ამბობს, რომ ახალი სქემის შემუშავების შემდეგ ახალი კადრების სკოლაში შევლა დარეგულირდება.

 

“რაც შეეხება ახალი პედაგოგების საკითხს, ახალი კადრების შემოსვლა დარეგულირებული იქნება ზოგადი განათლების შესახებ კანონით, რომელშიც ცვლილებები შედის და ახალი სქემით.”

მასალების გადაბეჭდვის წესი