საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სამივე ეტაპის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

 

პირველი ეტაპი  გულისხმობს გარკვეული კატეგორიის მოსწავლეების დარეგისტრირებას 2014 წლის 23 აპრილიდან 2 მაისამდე. ამ ეტაპზე  სკოლაში  რეგისტრირდებიან ის მოსწავლეები:

  • რომლის და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში;

  • რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია;

  • რომლის ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

პირველ ეტაპზე მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2014 წლის 5 მაისიდან 15 მაისის ჩათვლით.

 

მეორე ეტაპი, ეს არის  ონლაინრეგისტრაცია – რეგისტრაცია დაიწყება  2014 წლის 20 მაისს  და დასრულდება  20 ივნისს.

 

ნებისმიერი მოსწავლის დარეგისტრირება შესაძლებელი იქნება ონლაინ,  სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე.  

 

მეორე ეტაპზე მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება  2014 წლის 23 ივნისიდან  4 ივლისის  ჩათვლით.

III ეტაპი – რეგისტრაცია დაიწყება 2014 წლის 10 ივლისს და დასრულდება  2014 წლის 18 ივლისს.

წინა ეტაპზე მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარუდგენლობის შემთხვევაში, გამოთავისუფლებულ ადგილზე განხორციელდება იმ მოსწავლეების რეგისტრაცია, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I და II ეტაპზე და წარადგენენ შესაბამის დოკუმენტებს.

2014-2015 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების უფლება აქვთ იმ პირებს, რომელთაც 2015 წლის 1 იანვრამდე შეუსრულდებათ 6 წელი ან 2013-2014 სასწავლო წელს სწავლობენ ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის სწავლის დაწყების მოსამზადებელ კლასში/განყოფილებაზე და 2014-2015 სასწავლო წლის დაწყებამდე შეუსრულდებათ 5 წელი.

სკოლა
სკოლა

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *