საზოგადოება

პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება

16 აპრილი, 2014 •
პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება

“პირველი ეტაპი განხორციელდება მხოლოდ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში და დარეგისტრირდებიან ის მოსწავლეები, რომლის და–ძმაც სწავლობს ამ სკოლაში, რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია და რომლის ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში”, – განმარტავს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლიკა გიგაური. მისივე თქმით, პირველი ეტაპი მშობლის მიერ ბავშვის ონლაინ რეგისტრაციას არ გულისხმობს, მშობელმა ჯერ სკოლას უნდა მიმართოს, შემდეგ კი, 2014 წლის 5 მაისიდან 15 მაისის ჩათვლით საბუთები სკოლაში უნდა მიიტანოს.

 

რეგისტრაციის მეორე ეტაპი ონლაინ რეგისტრაციაა, რომელიც 2014 წლის 20 მაისს დაიწყება და 20 ივნისს დასრულდება:

 

“მეორე ეტაპზე რეგისტრაციის საშუალება ექნება ნებისმიერ მსურველს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. ის მოსწავლეები, რომლებიც ვერ დარეგისტრირდებიან პირველ ეტაპზე, მართვის საინფორმაციო სისტემის ვებ–გვერდზე ელექტრონულად გაივლიან რეგისტრაციას”, – აცხადებს გიგაური.

 

რეგისტრაციის მესამე ეტაპი კი 2014 წლის 10 ივლისს დაიწყება და 18 ივლისს დასრულდება.

 

“ამ ეტაპზე, წინა ეტაპზე ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარუდგენლობის შემთხვევაში გამოთავისუფლებულ ადგილებზე ჩაირიცხებიან ის მოსწავლეები, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ პირველ და მეორე ეტაპზე და წარადგენენ სათანადო დოკუმენტებს”, – განმარტა ლიკა გიგაურმა.

 

ლიკა გიგაური, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე
ლიკა გიგაური, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე

მასალების გადაბეჭდვის წესი