“ეს გადაწყვეტილია, ამაზე გვაქვს არაერთი რეკომენდაცია მიღებული, შედარებითი ანალიზიც არსებობს სხვა ქვეყნების მაგალითთან და ჩვენს სასწავლო გეგმას აქვს ეს ხარვეზი, რომ სასწავლო წელი არის ძალიან მოკლე და ამიტომ უნდა გაიზარდოს”, – განაცხადა ლიკა გიგაურმა.
მისივე თქმით სასწავლო წლის ხანგრძლივობის გაზრდის გამო სავარაუდოდ შეიცვლება სასწავლო წლის დაწყებისა და დასრულების თარიღები. დამატებით დეტალებთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში სამინისტრო სპეციალური ბრიფინგის გამართვას გეგმავს.

