საზოგადოება

მინდა საქართველო ფეხით შემოვიარო

18 მარტი, 2014 • 1951
მინდა საქართველო ფეხით შემოვიარო

 

 

კედლებზე ცის დახატვა მინდა ფოსფორის ვარსკვლავებით, საქართველოს შემოვლა მინდა ფეხით. ორი წიგნი მაქვს უკვე. ჩემი. საკუთარი.

 

ძალიან მინდა ძველი გრამაფონი  და პლედი ავიღო, Tom Waits -ის ფირფიტა გავიყოლო და სადმე მთაში წავიდე, მუსიკას ვუსმენდე და არაფერზე ვფიქრობდე. ზოგადად წერა უფრო გამომდის ვიდრე საუბარი, წერის დროს უფრო თავისუფლად ვგრძნობ თავს, ლაპარაკის დროს რასაც ვფიქრობ ყველაფერს ვლაპარაკობ და ალბათ  ვინც მისმენს ყველაფერი ერთმანეთში ერევა.

 

ვფიქრობ სისულელეა წარმოვიდგინო რამდენიმე წლის შემდეგ სად ვიქნები და რას გავაკეთებ, მაშინ როცა შესაძლოა ხვალ  მოვკვდე. ვცდილობ აწმყოსგან  ვისწავლო და მოვასწრო იმის გაკეთება რაც ძალიან მიყვარს.

 

სიყვარული? სიყვარული მეტამორფოზაა. დაბზარულ ადგილებს რომ შეგივსებს, გაგალამაზებს და სრულყოფილს გაგხდის. სიძულვილისთვის დრო არ მეყოფა ისე ხანმოკლე მგონია ცხოვრება.

 

© Project „Humans of Georgia“

2014

 

მასალების გადაბეჭდვის წესი