საზოგადოება

“გული მწყდება თქვენზე”

25 თებერვალი, 2014 • 1872
“გული მწყდება თქვენზე”

 

 

„პროფესის რა გითხრათ, რამე განსაკუთრებული პროფესია არ მაქვს. ახლა ფერმერი ვარ. საოჯახო ბიზნესს ვეწევი. ქათმების ფერმა მაქვს.  ცხოვრებაში ყველაზე დიდ მიღწევად ჩემს შვილიშვილებს ვთვლი.

 

გული რაზე მწყდება? ბევრ რამეზე მწყდება მაგრამ… აი თუნდაც თქვენზე მწყდება გული, დღევანდელ ახალგაზრდებზე. იმიტომ რომ თქვენ ვერ ცხოვრობთ  ისეთ კარგ დროში რასაც იმსახურებთ. თქვენხელა რომ ვიყავი, უკვე ბევრი ქვეყანა მქონდა ნანახი. შედარებით ბევრად უკეთესი დრო  მაქვს გატარებული. დროის გატარებას მე გულავს კი არ ვეძახი.  იცი რა, პრობლემა ბევრი არაფერი იყო. სამსახურები იყო. ბევრი თან. ერთგან არ მოგეწონებოდა ხელფასი,  წახვიდოდი და სხვას იშოვიდი.

 

მსოფლიო არა და მთელი საბჭოთა კავშირი მაქვს შემოვლილი და ნახული. ახლა კიდევ ჩემს გოგოს, ჩემს შვილიშვილებს ამ სოფლის და თბილისს იქეთ არაფერი უნახავთ. ბათუმში ჩადიან ხოლმე ზაფხულობით და ისვენებენ, ეგარი.“

 

© Project „Humans of Georgia“

2014

მასალების გადაბეჭდვის წესი