საზოგადოება

მე გრიშა ვარ

23 თებერვალი, 2014 • 1418
მე გრიშა ვარ

 

მძულს ზაფხული და ქარი. მიყვარს ზამთარი, სიცივე და ყინვა. არ მიყვარს გაზიანი სასმელები და ალკოჰოლი, კიდევ ხალხმრავალი ადგილები,  კლუბები,  ბარები.    არ მაინტერესებს პოლიტიკა. საერთოდ ვთვლი რომ  ცვლილება კარგია და რაც უფრო ხშირად შეიცვლება პოლიტიკური ძალა ქვეყანაში, მით უკეთესი. კაცობრიობის მთავარ მიღწევად და აღმოჩენად ინტერნეტს ვთვლი.   

 

ორად ვყოფ ხოლმე ჩემ ცხოვრებას, ინტერნეტამდე და ინტერნეტის მერე. მანამდე და მერე ორი სხვადასხვა ვინმე ვიყავი. ჯერ ერთი თითქმის არავინ მყავდა და ბევრი ვინმე გავიცანი, მერე მეორეც ყველაფერი შემეცვალა მუსიკალური გემოვნებიდან  და ჩაცმიდან რაღაც რაღაცების გაუთავებლად სწავლამდე. არ ვიცი უფრო პესიმისტი ვარ თუ უფრო ოპტიმისტი.  ვერც ერთს ვიტყვი და ვერც მეორეს, ზოგ რაღაცაში მკვეთრად ოპტიმისტი ზოგჯერ მკვეთრად პესიმისტი. მიყვარს ფოტოგრაფია.  არ მგონია, რომ კარგ ფოტოებს ვიღებ, მაგრამ მაინც მიყვარს ფოტოების გადაღება. გამოდის თუ არ გამოდის ყველა ფოტოს შეუძლია ამბავი მოყვეს.

 

© Project „Humans of Georgia“

2014

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი