სააგარაკო სახლი, რომელშიც ბავშვთა სახლი იყო განთავსებული, ნიკოლოზ მეორის აღმზრდელს, მარია ფესენკოვას ეკუთვნოდა, გენერალ ფესენკოს მეუღლეს. 1907 წლის რევოლუციის შემდეგ კი ჩამოართვეს და სახელმწიფოს გადასცეს. სასახლე ახლა დანგრეულია და უპატრონოდაა მიტოვებული.
„რაფერ ვუვლიდით იცი? გაწკრიალებული გვქონდა სულ. ერთ ქაღალდს არ გადავაგდებდით. ახლა კი ხომ ხედავთ, რა დღეშია. მყიდველები მოდიან, ათვალიერებენ, მიდიან – არ ყიდულობენ. ფასი ერთი მილიონი გახადეს. ერთი მილიონი მარტო სახურავს უნდა, ისეთი ძველია,“ – ამბობს აიშე და სასახლეს ვინ იცის მერამდენედ არტყამს წრეს.
2014