საზოგადოება

ადამიანები საქართველოდან – ნიკოს უყვარს მეგი

29 იანვარი, 2014 • 1738
ადამიანები საქართველოდან –  ნიკოს უყვარს მეგი

 

 

ნიკო კილაძე 21 წლის  სტუდენტი

 

ნიკო მსახიობია.  ქუთაისელია, მაგრამ  რამდენიმე წელია  ბათუმში ცხოვრობს.

 

„ცნობისმოყვარე, მხიარული და ფეთქებადი ვარ“ – ამბობს ის და აგრძელებს: „ახლა ამწუთას, ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის ის საქმეა, რომელსაც ვაკეთებ და მეგი –  გოგო რომელიც მიყვარს. მეგი არა მარტო ახლა,  სულ, ყოველთვის მნიშვნელოვანი იქნება“.

 

© Project „Humans of Georgia“

   2014

 

 

„ადამიანები საქართველოდან“   არის პროექტი, რომლის ინსპირაციის წყარო Humans of New York  – ია.  Humans of New York 2010 წელს დაიწყო ფოტოგრაფმა Brandon Stanton – მა. მოგვიანებით კი მთელს მსოფლიოში გავრცელდა.    საქართველოში  მსგავსი პროექტით  სამი ფოტოგრაფია   დაინტერესებული.  ერთ -ერთი „ბათუმელების“ ჟურნალისტი  მანანა ქველიაშვილია.  „ბათუმელები“ თავის ვებ-გვერდზე სწორედ ამ  პროექტის ფარგლებში გადაღებულ ფოტო ამბებს შემოგთავაზებთ.

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი