საზოგადოება

ადამიანები საქართველოდან – ფადიმე

27 იანვარი, 2014 • 2754
ადამიანები საქართველოდან – ფადიმე

 

 

ცხოვრობს საქართველოში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნაკირნათევში.  ჰყავს ერთი შვილი და ორი შვილიშვილი. მზიან ამინდებში სახლთან ახლოს, გზაზე ჩამოჯდება ხოლმე. გამვლელ-გამომვლელს ვინაობას ეკითხება. ზოგს კი შინ ეპატიჟება.

 

„შემოი, კოფეს დაგალევიებ“ –  ამბობს ფადიმე და გიღიმის. ზუსტად ისე, როგორც ფოტოზე.

 

© Project „Humans of Georgia“

  2014

 

 

„ადამიანები საქართველოდან“   არის პროექტი, რომლის ინსპირაციის წყარო Humans of New York  – ია.  Humans of New York 2010 წელს დაიწყო ფოტოგრაფმა Brandon Stanton – მა. მოგვიანებით კი მთელს მსოფლიოში გავრცელდა.    საქართველოში  მსგავსი პროექტით  სამი ფოტოგრაფია   დაინტერესებული.  ერთ -ერთი „ბათუმელების“ ჟურნალისტი მანანა ქველიაშვილია.  „ბათუმელები“ თავის ვებ-გვერდზე სწორედ ამ  პროექტის ფარგლებში გადაღებულ ფოტო ამბებს შემოგთავაზებთ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი