საზოგადოება

“ძუძუს კიბოს ადრეულ ეტაპზე გამოსავლენად მზად ვართ, 24-საათიან რეჟიმში ვიმუშაოთ”

15 ოქტომბერი, 2013 •
“ძუძუს კიბოს ადრეულ ეტაპზე გამოსავლენად მზად ვართ, 24-საათიან რეჟიმში ვიმუშაოთ”

ძუძუს კიბოთი გამოწვეული სხვადასხვა პრობლემის გადაჭრის მიზნით, თბილისში, საქართველოს ეროვნული სკრინინგ-ცენტრის ხელშეწყობით, ორგანიზაცია WE CAN აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების მეექსვსე სამიტს მართავს, სახელწოდებით “ძუძუს კიბო – ადვოკატირება, განათლება და ინფორმაციის გაცვლა.” 


შეხვედრის მიზანია პაციენტთა მხარდამჭერი ჯგუფების, მოხალისეებისა და ჯანდაცვის პროვაიდერების განათლებისა და გაძლიერებით ხელი შეუწყოს ძუძუს კიბოთი გამოწვეული სხვადასხვა პრობლემის გადაჭრას. 

 

სპეციალიტები სხვადასხვა ქვეყნიდან ახალ, მსოფლიო რეკომენდაციებს წარმოადგენენ ძუძუს კიბოს პრევენციისა და მისი მართვისთვის, რათა ქვეყნებმა უფრო მეტად გააუმჯობესონ პროფილაქტიკა, ადრეულ სტადიაზე მისი გამოვლენა და მკურნალობა. 

 

საქართველოში სკრინინგის პროგრამა 2005 წლიდან არსებობს, რომელიც პირველად გაეროს მოსახლეობის ფონდის მხარდაჭერით მუშობდა. მოგვიანებით – თბილისის მერიის მხარდჭერით. ეროვნული სკრინინგის პროგრამა დღეს უკვე მთელი საქართველოს მასშტაბითაა და უფასოდ 40- დან 70 წლამდე ასაკის ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია სარგებლობა. 

 

ერთ-ერთი ყველაზე სუსტი რგოლი ძუძუს კიბოს დაავადების მხრივ საქართველოში სწორედ სკრინინგის პროგრამაში ჩართვაა. თუ განვითარებულ ქვეყნებში სკრინინგის პროგრამაში დაახლოებით 50%-ია ჩართული, საქართველოში ეს მონაცემი დაახლოებით 10%-ია. 

 

“მზად ვართ, 24- საათიან რეჟიმში ვიმუშაოთ, რათა მეტი მომართვიანობა იყოს სამიზნე ჯგუფის და ადრეულ სტადიაზევე მოხდეს დაავადების გამოვლენა. რაც უფრო ადრეულად გამოვლინდება ძუძუს კიბო, მით ნაკლები იქნება პირადი და სახელმწიფოს დანახარჯი მის მკურნალობაზე, გარდა ამისა, ადრეულ ეტაპზე გამოვლენა ეხმარება ქალებს, სილამაზე შეინარჩუნონ,”- ამბობს ეროვნული სკრინინგ- ცენტრის ხელძმძღვანელი, რემა ღვამიჩავა. 

 

მისივე თქმით, ყოველწლიურად პროგრამაში ჩართულობის დინამიკის ზრდის მიუხედავად, ძირითადად მაინც მე-3 და მე-4 სტადიებზე ხდება გამოვლენა, რაც ართულებს მკურნალობას. 

 

ქალებში კიბოსთან დაკავშირებული სიკვდილობის უმთავრესი მიზეზია ძუძუს კიბო და ყველაზე გავრცლებული ავთვისებიანი დაავადებაა. მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად 1.3 მილიონზე მეტ ადამიანს ძუძუს კიბოს დიაგნოზს უსვამენ, რომლის 55%-ზე მეტი სიკვდილის მიზეზია საშუალო და დაბალშემოსავლიან ქვეყნებში.

 

საქართველოში ძუძუს კიბოს რეპროდუქციული ასაკის ქალთა სიკვდილიანობის ერთ- ერთი წამყვანი მიზეზია – ყოველწლურად ძუძუს კიბოს დაახლოებით 1100 ახალი შემთხვევა ვლინდება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი