საზოგადოება

28 ივლისი ჰეპატიტის საერთაშორისო დღეა

28 ივლისი, 2013 • • 1855
28 ივლისი ჰეპატიტის საერთაშორისო დღეა

A, B, C, D და E ჰეპატიტის ვირუსმა შესაძლებელია გამოიწვიოს მწვავე და ქრონიკული ინფექცია და ანთება ღვიძლზე, რომელიც ცეროზი ან ღვიძლის კიბოს მიზეზი შეიძლება გახდეს. ეს ვირუსი მთავარ ჯანმრთელობის რისკს წარმოადგენს გლობალურად. 240 მილიონი ადამიანი B ჰეპატიტის ვირუსის მატარებელია, ხოლო 150 მილიონი ადამიანი- C ჰეპატიტის ვირუსის. 

 

2013 წლის ჰეპატიტის საერთაშორის დღის მთავარი ლოზუნგია: “ეს ჰეპატიტია, იცოდე ეს და დაუპირისპირდი მას”. კამპანია ხაზს უსვამს, რომ ჰეპატიტის ვირუსი, როგორც საფრთხე ჯანმრთელობისთვის, ჯერ კიდევ უცნობია მსოფლიოს დიდ ნაწილში. 

 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია კონცენტრირებულია შემდეგ აქტივობებზე:

 

გააძლიეროს პრევენცია და კონტროლი ვირუსულ ჰეპატიტზე და მისგან გამოწვეულ დაავადებებზე.

 

გაზარდოს B ჰეპატიტის ვაქცინის დაფარვის არეალი და ვაქცინა ინტეგრირდეს ეროვნული იმუნიზაციის პროგრამებში. 

 

კოორდინირდეს გლობალური პასუხი ვირუსულ ჰეპატიტზე.

 

ჰეპატიტის საერთაშორისო დღეს საქართველოში კვირეული მიეძღვნა. ღონისძიებები გაიმართა  ზუგდიდში, სადაც მოქალაქეებმა ვირუსული ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტების სიძვირე გააპროტესტეს. 

 

“ჩვენ ამ დღის აღსანიშნავად მთელი კვირეული გავმართეთ. გვქონდა თბილისში აქციები, შემდეგ დავიწყეთ საკამპანიო ტურნე, რათა შევუერთდეთ ყველა იმ ღონისძიება, რომელიც რეგიონში იგეგმება”– განაცხადა პაატა საბელაშვილმა. 

 

ჰეპატიტის საერთაშორისო დღედ 28 ივლისი ნობელის პრემიის ლაურეატის, პროფესორის ბარუხ ბლამბერგის საპატივცემულოდ შეირჩა. 28 ივლისი ბლამბერგის დაბადების დღეა. სწორედ მან აღმოაჩინა B ჰეპატიტის ვირუსი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი