საზოგადოება

აქცია: ”Red Cross Weekend” [ფოტო]

13 ივლისი, 2013 • • 1184
აქცია:  ”Red Cross Weekend” [ფოტო]

აქციის ფარგლებში ”მთაწმინდის პარკის” სტუმრები  ზღაპრის გმირებს შეხვდნენ და ”ანიმაციური ჯგუფის” მიერ წარმოდგენულ გასართობ პროგრამას დაესწრნენ.  ”ბარამბო” და ”ციტრონი” კი ნამცხვრებითა და ტკბილეულით უმასპინძლებდნენ აქციის მონაწილეებს. შესული თანხა საქველმოქმედო პროექტების განხორციელებას მოხმარდება.


აქცია
აქცია ”Red Cross Weekend” მთაწმინდის პარკში 2013 ფოტო: კატო კოპალეიშვილი

 

” საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება არის ჰუმანიტარული ორგანიზაცია, რომელიც ეხმარება მთავრობას,  როგორც მშვიდობიან, ასევე ომის დროსაც. დღევანდელი აქცია არის ერთ-ერთი, რომელსაც ძალიან ხშირად ვატარებთ. ვთვლი, რომ საკმაოდ წარმატებულია. ჩვენი მოხალისეები ყუთებით აგროვებენ შემოწირულ თანხას, რომელიც  ქველმოქმედებას მოხმარდება. ჩვენი პატრონაჟის ქვეშ  ლეიკიმეებით დავადებული ბავშვები არიან, მათთვის ძალიან ხშირად ვაგროვებთ შემოწირულობას და მათი მოთხოვნილებების მიხედვით ვიყენებთ ამ თანხას. ჩვენ ვეხმარებით ყველაფრით, რითაც ადამიანს შეიძლება დაეხმარო ” განუცხადა “ნეტგაზეთს”  საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების გენერალურმა მდივანმა, მედეა მარღანია-ავალიანმა. 


აქცია
აქცია ”Red Cross Weekend” მთაწმინდის პარკში 2013 ფოტო:კატო კოპალეიშვილი

 

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მოხალისეები არიან  სკოლის მოსწავლეები და სტუნდენტები.  როგორც ერთ–ერთმა მოხალისემ, გიორგი ჭავჭანიძემ განაცხადა, ორგანიზაციაში მეგობრის რჩევით მოვიდა და სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზებაში იღებს მონაწილეობას. 

 

 ”საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას” არ ჰყავს რეგულარული სპონსორი,  შესაბამისად, ასეთ ღონისძიებებს ვატარებთ იმისთვის, რომ სხვადასხვა პროექტები დავაფინანსოთ”.– განაცხადა მან. 

აქცია
აქცია ”Red Cross Weekend” მთაწმინდის პარკში 2013

 

აქცია
აქცია ”Red Cross Weekend” მთაწმინდის პარკში 2013 ფოტო:კატო კოპალეიშვილი

აქცია
აქცია ”Red Cross Weekend” მთაწმინდის პარკში 2013 ფოტო: გიორგი გოდაბრელიძე

აქცია
აქცია ”Red Cross Weekend” მთაწმინდის პარკში ფოტო:გიორგი გოდაბრელიძე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი