საზოგადოება

იცხოვრებენ თუ არა მშვიდობიანად მუსლიმები და ქრისტიანები?

7 ივლისი, 2013 • 1216
იცხოვრებენ თუ არა მშვიდობიანად მუსლიმები და ქრისტიანები?

ლიტურგია მშვიდობის საკათედრო ტაძარში 12 საათზე დაიწყო. ლონდონში მოღვაწე იმამმა თავის ქადაგებაში ქრისტიანობისა და ისლამის საერთო და განმასხვავებელ დოგმებზე ისაუბრა. მისი თქმით, ქრისტიანობასა და ისლამს ორი მთავარი საერთო აქვს: ერთღმერთიანობა და სოციალური სამართლიანობის პატივისცემა. იმამმა ამ ორ რელიგიას შორის არსებულ განსხვავებებზეც ისაუბრა. ტაჯ ჰარგის განმარტებით, ქრისტიანობის მიხედვით, ისლამისგან განსხვავებით, ადამიანები დაბადებიდანვე ცოდვილები არიან. 

 

იმამი ყურანის ციტირებით ამტკიცებს, რომ ისლამი ქრისტიანობასთან შეუთავსებელი არაა: ეს ორივე რელიგია ერთი უმაღლესი ღმერთის რწმენაზე არის დაფუძნებული და ყველანი აბრაამის შვილები არიან. ტაჯ ჰარგი არ ივიწყებს პოლიტიკურ კონიუნქტურას და განმარტავს, რომ ხშირად პრაქტიკა აცდენილია ყურანისა თუ ბიბლიის სწავლებებისგან, რასაც მორწმუნეები უნდა გაემიჯნონ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი