საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი და არნემის “ვიტესის” კაპიტანი გურამ კაშია ერედივიზიონის მატჩში მის გუნდს ლგბტ დროშის სამკლაურით გაუძღვა ისევე, როგორც სხვა კლუბების ლიდერები, რითაც ლგბტ ადამიანებს მხარდაჭერა გამოუცხადა, შემდეგ კი განაცხადა, რომ ამას არ ნანობს. შედეგად, ქართველი ფეხბურთელის წინააღმდეგ საზოგადოების ნაწილმა სოციალურ ქსელში ჰომოფობიური კამპანია წამოიწყო და მისი ეროვნული ნაკრებიდან მოკვეთა მოითხოვა.
ნეტგაზეთი გთავაზობთ ვეტერანი და მოქმედი ფეხბურთელების მხარდამჭერ გამოხმაურებებს, რომელსაც ისინი ინსტაგრამში გურამ კაშიაზე წერენ:
- ლევან კობიაშვილი, ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი
- ალექსანდრე იაშვილი, ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და ფეხბურთის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტი
- ჯანო ანანიძე, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი
- თორნიკე ოქრიაშვილი, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი
- ოთო კაკაბაძე, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი
- გიორგი ლორია, ეროვნული ნაკრების მეკარე
- გიორგი ნავალოვსკი, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი
- რევაზ თევდორაძე, თბილისის “ლოკომოტივის” მეკარე
- გიორგი მერებაშვილი, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი
- გიორგი ქვილითაია, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი
- გულვერდ თომაშვილი, ბოლნისის “სიონის” ფეხბურთელი
- ნიკა კაჭარავა, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი
- ზურაბ ხიზანიშვილი, ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი
- ბაჩანა ცხადაძე, საჩხერის “ჩიხურას” ფეხბურთელი
- გიორგი რეხვიაშვილი, თბილისის “ლოკომოტივის” ფეხბურთელი