2013 წელს საქართველოს მასშტაბით 18 საგამოცდო ცენტრი გაიხსნება. წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის
42 000-მდე აბიტურიენტი, 8 000-ზე მეტი გრანტის გაუმჯობესების მსურველი, 9 500-ზე მეტი მაგისტრანტი და
25 000-ზე მეტი მასწავლებელი დარეგისტრირდა.


აბიტურიენტთა უმეტესობამ – 30 000–მდე აპლიკანტმა უცხო ენად ინგლისური აირჩია. რაც შეეხება არჩევით საგნებს, ყველაზე მეტ – 14 500-მდე აბიტურიენტს ისტორია აქვს მითითებული,11 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა კი ჩასაბარებელ საგნად გეოგრაფია აირჩია.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *