საზოგადოება

სოფო მოსიძე: ჩვენი მიზანია მოამბე გავლენიანი საინფორმაციო გამოშვება იყოს

7 მაისი, 2013 •
სოფო მოსიძე: ჩვენი მიზანია მოამბე გავლენიანი საინფორმაციო გამოშვება იყოს

საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსი სოფო მოსიძე არხის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბარათაშვილმა დღეს, 7 მაისს ოფიციალურად წარადგინა. 

 

“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ჩავთვალე, რომ საზოგადოებისთვის უნდა წარმედგინა საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი სოფო მოსიძე, რომლის შერჩევის მთავარი კრიტერიუმი არის ის, რომ ის არ ასოცირდება არც ერთ პოლიტიკურ ძალასთან. ის არის პროფესიონალი, აქვს გამოვლილი პრაქტიკულად ყველა საფეხური ჟურნალისტიკაში. მას აქვს მედიამენეჯმენტის გამოცდილება, ჰქონდა თავისი ჟურნალი,”- განაცხადა ბარათაშვილმა.

 

თავად სოფო მოსიძის განცხადებით, საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად დიდი დრო დაჭირდა.

 

“ჩემთვის ძალიან საპასუხისმგებლო მისიას ვიწყებ. ძალიან ბევრი დრო დამჭირდა იმისთვის, რომ მიმეღო საბოლოო გადაწყვეტილება. რამდენიმე მიზეზი იყო, რის გამოც ამ თანამდებობას დავთანხმდი. პირველი – მივიღე გარანტიები იმისა, რომ სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა არ მოხდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის მხრიდან. მეორე-  მე ძალიან დიდი ხანი ვმუშაობდი “ნიუსებში”, ვიცი “ნიუსის” მუშაობის სპეციფიკა, და კიდევ ბევრი სხვა ფაქტორი იყო, რის გამოც დავთანხმდი,”

 

მოსიძის განმარტებით, მენეჯმენტის მიზანია “მოამბე” იყოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი საინფორმაციო სამსახური ქვეყანაში.

 

“ამისთვის ჩვენ გვჭირდება ორი რამ, ნდობის ამაღლება საზოგადოებაში და რეიტინგებში წამყვანი პოზიციების დაკავება. პროგრამა მაქსიმუმი არის მზადება ახალი ეთერისთვის, პროგრამა მინიმუმი არის შიდა საკადრო ცვლილებები.”

 

მისივე თქმით, ამ ეტაპზე საზოგადოებრივ მაუწყებელზე არანაირი საკადრო ცვლილებები არ არის დაგეგმილი. 


სოფო მოსიძე
სოფო მოსიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი