გამოცემის ყოველწლიური კვლევის თანახმად, 2012 წელს  9.7 მილიონი ადამიანი ესტუმრა ლუვრს, რაც 2011 წლის მონაცემებს ერთი მილიონით აჭარბებს.  კვლევის თანახმად, ნიუ–იორკის მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი ვიზიტორების მიხედვით მეორე ადგილზეა. მესამე, მეოთხე და მეხუთე ადგილებს კი ლონდონში არსებული 3 მუზეუმი ინაწილებს. 

 

წლის ყველაზე პოპულარული გამოფენა კი “ჰოლანდიელი ძველი ოსტატების” შოუ იყო, რომელიც ტოკიოში მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში შედგა. ვერმეერის მიერ 1665 წელს შესრულებულმა ნახატმა “გოგონა მარგალიტის საყურით” ტოკიოს გალერეას ივნისიდან სექტემბრამდე დღეში 10 500 ვიზიტორი მოუტანა. 

 

ლუვრში ვიზიტორთა რაოდენობის გაზრდა მუზეუმში ახალი ნაწილის,  ისლამური ხელოვნების დამატებამ გამოიწვია. ლონდონში არსებული მუზეუმების ვიზიტორთა რაოდენობა კი ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გამო გაიზარდა. 

 

“Tate Modern”–მა კი სტუმართა რაოდენობა დემიან ჰირსტის რეტროსპექივით გაზარდა. მას 2011 წელს 4.8 მილიონი სტუმარი ეწვია, ხოლო 2012 წელს რიცხვი 5.3 მილიონ ვიზიტორამდე გაიზარდა. 

 

20 ყველაზე პოპულარული გამოფენიდან არც ერთი არ გამართულა იმ 5 მუზეუმში, რომლებსაც ყველაზე მეტი დამთვალიერებელი ჰყავდათ.  

 

მეცხრამეტე საუკუნის იტალიური ნახატები, რომელიც სანკტ–პეტერბურგის ერმიტაჟში გამოიფინა, მესამე ადგილზეა ყველაზე პოპულარულ გამოფენებს შორის. მის სანახავად მუზეუმს დღეში 7, 747 დამთვალიერებელი სტუმრობდა. 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *