საზოგადოება

ავტორიზაციის საბჭომ აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია მიანიჭა

26 მარტი, 2013 • 1358
ავტორიზაციის საბჭომ აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია მიანიჭა

ასევე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებით, აგრარულ უნივერსიტეტს შეუძლია განახორციელოს ყველა აკრედიტებული პროგრამა.

 

“მართალია, გვითხრეს, რომ აკრედიტირებულ პროგრამების განხორციელებაც არ შეფერხდება, თუმცა, ჯობია, რომ მაინც დაველოდოთ გადაწყვეტილებას,”- ამბობს ლილი ბეგიაშვილი, აგრარული უნივერსიტეტის იურისტი.

 

აღნიშნული გადაწვყვეტილების მიღების საფუძვლად საბჭოს წევრებმა რამდენიმე მიზეზი დაასახელს, მათ შორის, მაღალი საჯარო ინტერესი იმ აგრარული სპეციალობების მიმართ, რომელთა სწავლება სხვა უმაღლეს დაწესებულებებში არ მიმდინარეობს.

 

ასევე, საბჭოს წევრების მიერ ითქვა, რომ აგრარულ უნივერსიტეტში დარჩენილი ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უფლებამოსილია აგრარულ უნივერსიტეტში მონიტორინგი განახორციელოს.

 

საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომას არ ესწრებოდა საბჭოს თავმჯდომარე კახი ყურაშვილი. შესაბამისად, ხმათა უმრავლესობით გადაწყდა, რომ სხდომას საჭოს წევრი დავით კახნიაშვილი გაუძღვებოდა.

 

აგრარული უნივერსიტეტს განათლების ხარისხის ეროვნულმა ცენტრმა ავტორიზაცია მიიდინარე წლის 12 მარტს გაუუქმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი