საზოგადოება

ავტორიზაციის საბჭო აგრარული უნივერსიტეტის ავტორიზაციის საკითხზე თათბირობს

26 მარტი, 2013 •
ავტორიზაციის საბჭო აგრარული უნივერსიტეტის ავტორიზაციის საკითხზე თათბირობს

საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომას არ ესწრება საბჭოს თავმჯდომარე, კახი ყურაშვილი. შესაბამისად, ხმათა უმრავლესობით გადაწყდა, რომ სხდომას საჭოს წევრი დავით კახნიაშვილი გაუძღვებოდა.

 

საბჭოს სხდომაზე 5 განსახილველი საკითხიდან ერთ-ერთი აგრარული უნივერსიტეტის ავტორიზაციის საკითხია.

 

საბჭოს სხდომაზე ექსპერტებმა წაიკითხეს დასკვნა, რომლის მიხედვით, აგრარულმა უნივერსიტეტმა უკვე გამოასწორა იმ ხარვეზების დიდი ნაწილი, რომლის მიზეზითაც მას ავტორიზაცია ჩამოერთვა.

 

გადაწყვეტილების მიღებამდე აგრარული უნივერტიტეტის იურისტმა, ლილი ბეგიაშვილმა საბჭოს წევრებს მიმართა, რომ იმ შემთხვევაში, თუ საბჭო დადებით გადაწყვეტილებას გამოიტანს, სტუდენტების ინტერესებიდან გამომდინარე, შეიქმნას სამართლებრივი საფუძველი იმისთვისაც, რომ უნივერსიტეტის 25 აკრედიტებულ პროგრამას საფრთხე არ შეექმნას. თუმცა, როგორც საბჭოს წევრებმა განაცხადეს, აკრედიტაციის საკითხზე ავტორიზაციის საბჭო ვერ იმსჯელებს, ვინაიდან ეს საკითხი მის კომპეტენციას სცდილდება.

 

“ამაზე აკრედიტაციის საბჭომ უნდა იმსჯელოს, ჩვენ ავტორიზაციის საბჭო ვართ,”- განაცხადა დავით კახნიაშვილმა.

 

საბჭოს სხდომის პარალელურად განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან აქცია გაიმართება, ვინაიდან, აქციის მონაწილეთა განცხადებით, აგრარული უნივერსიტეტის ავტორიზაციის საკითხზე გადაწყვეტილების მიმღები პირები სწორედ განათლების სამინისტროში არიან და არა აკრედიტაციის საბჭოში.

 

ის, რომ დღეს ავტორიზაციის საბჭო აკრედიტაციის საკითხსაც დადებითაც განიხილავს, იმედი აქვს აგრარული უნივერსიტეტის რექტორს, ლაშა გოცირიძეს.

 

“დღეს სამინისტრომ უნდა აღადგინოს არა მხოლოდ ავტორიზაცია, ასევე ყველა აკრედიტაცია იმ პროგრამებზე, რომელსაც ვასწავლიდით. ამის აღდგენის გარეშე, ეს ნიშნავს თვალებში ნაცრის შეყრას და უნივერსიტეტის დახურვას. ისინი, ვინც სწავლობენ, გრანტი დაეკარგებათ აკრედიტაციის გარეშე, აბიტურიენტების მიღება კი ჩავარდება, ვინაიდან ისინი არ აირჩევენ არააკრედიტირებულ პროგრამებს,”- განაცხადა ლაშა გოცორიძემ დღეს, 16 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე.

 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი