გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციის პროცესის დაწყება პირველი აპრილიდან იგეგმება.
“დაზუსტებული თარიღი უახლოეს დღეებში გამოცხადდება. რეგისტრაციის დაწყებამდე გამოქვეყნდება ცნობარი, რომლითაც მონაწილეებმა უნდა იხელმძღვანელონ არჩევანის გაკეთებისას”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელისაც გამოვდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ცენტრის განცხადებით, ყველა აბიტურიენტს ექნება საკმარისი დრო რეგისტრაციისათვის, რაც, გარდა პირადი ინფორმაციისა, ჩასაბარებელი გამოცდების მითითებას, აგრეთვე, საგამოცდო ქალაქისა და გამოცდის ენის არჩევას ითვალისწინებს:
“რაც შეეხება საგანმანათლებლო პროგრამებს, 2013 წლიდან ჩამონათვალში ცვლილების შეტანა კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში (სააპელაციო განაცხადების განხილვამდე) იქნება შესაძლებელი. 2013 წლის გამოცდებისათვის აპლიკანტები რეგისტრაციას ელექტრონულად, გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე (www.naec.ge) გაივლიან.”
ცენტრის ინფორმაციით, პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდებისათვის რეგისტრაცია 28 თებერვალს დასრულდა. წელს სასერტიფიკაციო გამოცდებში მონაწილეობის სურვილი 25 ათასზე მეტმა აპლიკანტმა გამოთქვა.