საზოგადოება

როგორი უნდა იყოს ეტლი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის

12 მარტი, 2013 • 1693
როგორი უნდა იყოს ეტლი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის

ჩვეულებრივი მექანიკური ეტლისთვის, რომლის ღირებულება მინიმუმ 485 ლარია, სახელმწიფო დღეს 300 ლარს გამოყოფს ვაუჩერის სახით. თუ ეტლს ადაპტირების საშუალება სჭირდება, ეს თანხა გაცილებით მეტია. რაც შეეხება ელექტროეტლს, რომელსაც საწარმო ამზადებს, 4000 ლარი ჯდება.

 

“მივმართავთ სახელმწიფოს, რომ შეიძინონ ეს ეტლები იმ ადამიანებსთვს, ვისაც სჭირდებათ. ისეთი ეტლი უნდა მისცე ადამიანს, რომელიც მას სჭირდება, ინდვიდუალური. ეტლის შეძენა კომპლექტის გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს მიეცი მანქანა და არ ასწავლე, როგორ მართოს ის და მოუაროს, ის ეზოში დაჟანგდება,”- ამბობს “კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის” ხელმძღვანელი, გიორგი ძნელაძე. 

 

მსუბუქი ელექტროეტლი და ეტლით მოსარგებლეთა ჯდომის კორექციის საშუალებების პრეზენტაცია დღეს, 12 მარტს, თბილისში, ეტლების საწარმოშივე გაიმართა, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, დავით ლომიძე და აშშ-ის ელჩი საქართველოში, რიჩარდ ნორლანდიც დაესწრნენ. 

 

პროექტი “საქართველოს ეტლების წარმოების ქსელი” აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება.

 

კოალიცია “დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის” ბაზაზე შშმ პირთა დამხმარე საშუალებების სოციალური საწარმო 2009 წელს დაარსდა. მისი მიზანია შშმ პირთა დამოუკიდებელი გადაადგილებისა და გააქტიურების, ასევე დასაქმების ხელშეწყობა. სოციალურ საწარმოში დასაქმებულები არიან ეტლით მოსარგებლე პირები. საწარმომ ამ დრომდე გამოუშვა 1500 -ზე მეტი აქტიური ტიპის ეტლი, 20 -ზე მეტი მობილური პანდუსი, ეტლში სწორად ჯდომისთვის 180-მდე სხვადასხვა ტიპის საკორექციო საშუალება, მაგალითად, ხელის დასადებები, კისრის დამჭერი და ა.შ. 

 

2013 წლის მარტიდან საწარმოში დამზადებულ პროდუქციას დაემატა ელექტროეტლი, კომპაქტური, დასაკეცი და ბენეფიციარზე ინდვიდულურად მორგებული. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი