“(H1N1) გრიპის შემთხვევაში  ჩვილ ბავშვებში, როგორც წესი, ინფექცია განსხვავებული სიმპტომებით მიმდინარეობს. ცხელება, ლეთარგია, შესაძლებელია არ ჰქონდეთ ხველა ან სხვა რესპირატორული სიმპტომები. მძიმე მიმდინარეობა შესაძლოა გამოვლინდეს ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა -აპნოე (სუნთქვის ხანმოკლე შეკავება), დისპნოეციანოზიდეჰიდრატაცია.”


ბავშვებში პაციენტთა უმრავლესობას დაავადება ეწყება მაღალი ცხელებითა (ჩვეულებრივ, 38 C-ზე მეტი )და რესპირაციული სიმპტომებით: ყელის ტკივილი, ხველა და თავის ტკივილი. ხშირია რინორეა, ცხვირის გაჭედვა. ასევე აღინიშნება: გულისრევა, ღებინება, დიარეა, მიალგია, ართრალგია, დაღლა და ქოშინი. იშვიათად აღინიშნება კონიუნქტივიტი. 


ამასთან, დაავადების მძიმე მიმდინარეობისას აღინიშნება სუნთქვის უკმარისობა და ლეთარგია. 


როგორც სპეციალისტები განმარტავენ, 5 წლამდე ასაკის ბავშვები განსაკუთრებით მიდრეკილი არიან გრიპის გართულებებისადმი. 

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *