1 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში აივ ინფიცირების 3608 შემთხვევაა აღრიცხული. შიდსის ცენტრის სტატისტიკით, დაინფიცირებულთაგან 2643 მამაკაცია, 965 კი- ქალი.
თუ 2011 წლის მანძილზე შიდსის ვირუსით ინფიცირების 424 შემთხვევა გამოვლინდა, 2012 წელს ეს რიცხვი გაიზარდა 493-მდე. დაინფიცირებულთა უმრავლესობა, 53,8 % ნარკოტიკების ინექციური მოხმარების გზითაა დაავადებული. 38,6 % ჰეტეროსექსუალი კავშირის გზითაა დაინფიცირებული, 4.1% კი- ჰომოსექსუალური კავშირის გზით.
გამოვლენილ შემთხვევათა 0,9%-ის დაინფიცირების მიზეზი დაუდგენელია, სისხლის გადასხმით 0.5% დაინფიცირდა, ვერტიკალური გზით -2.1%. იზრდება აივ ინფიცირებულ ორსულ ქალთა რაოდენობა, თუმცა, შიდსის ცენტრის ინფორმაციით, აივ ინფიცირებულ ორსულთა სრულყოფილი პროფილაქტიკური მკურნალობის შედეგად დაიბადა 138 ჯანმრთელი ბავშვი.
1 დეკემბერი შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით ეს დღე 1998 წლიდან აღინიშნება.