საზოგადოება

ტელეკომპანია ‘მაესტროს’ მფლობელები ჰოლდინგს ქმნიან

9 ნოემბერი, 2012 • 2611
ტელეკომპანია ‘მაესტროს’ მფლობელები ჰოლდინგს ქმნიან

მაესტრო
მაესტრო

მაკა ასათიანის თქმით, ტელეკომპანია “მაესტრო” შეინარჩუნებს არსებულ სახეს, კერძოდ, საათში ერთხელ დარჩება საინფორმაციო გამოშვებები და თოქ-შოუები. ხოლო რაც შეეხება მეორე არხს, ის იქნება საერთო მაუწყებლობის არხი, რომლის ეთერშიც გავა ფილმები, სერიალები, გასართობი გადაცემები და ა.შ.

 

მამუკა ღლონტის განცხადებით, ჰოლდინგის შემადგენლობაში იქნება საინფორმაციო რადიო “მაესტრო” და მას დაემატება რადიო “ვინილი”, რომელიც იქნება გასართობი და შოუ ბიზნესის საკითხებზე იქნება ორიენტირებული.

 

არხის დამფუძნებლების თქმით, ახალი რადიო იანვრიდან დაიწყებს მაუწყებლობას, ხოლო ტელევიზია – თებერვლიდან. მამუკა ღლონტის განცხადებით, ახალი სატელევიზიო და რადიოარხების დაფინანსებას ტელევიზია მიღებული, საკუთარი შემოსავლებიდან განახორციელებს.  

მასალების გადაბეჭდვის წესი