საზოგადოება

Lib.ge საქველმოქმედო ასოციაციას აარსებს

4 ნოემბერი, 2012 • 2502
Lib.ge საქველმოქმედო ასოციაციას აარსებს

“ექვილიბრიუმიმს” ფინანსები არ აქვს, შემოწირულობების ხარჯზე ეხმარება სოციალურად დაუცველებს, მრავალშვილიან ოჯახებს. გიორგი კეკელიძე ამბობს, რომ ასოციაციის დახმარება არ იქნება მხოლოდ მატერიალური. ჯგუფს გადაწყვეტილი აქვს, კონკრეტული პრობლემების გადაჭრაში დაეხმაროს მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს. დახმარების ერთ–ერთი ფორმა საგანმანათლებლოა, რაც ნიშნავს, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილებს ჯგუფის წევრები თუ სხვა მოხალისე მასწავლებლები უფასოდ შეასწავლიან სხვადასხვა საგნებს.

“სხვადასხვა საგანს  ვასწავლით, მაგალითად -უცხო ენებს. დაინტერესებული ბევრია. მათ შორის მასწავლებლებიც და სრულიად უსასყიდლოდ. თუმცა სწავლების ფორმატზე ვფიქრობთ, არ გვაქვს დიდი ოთახი და ამ მხრივ ბევრი რამ ჩამოსაყალიბებელია”,–ამბობს კეკელიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი